შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება. დახმარებას, ასევე, გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებიც მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ, გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით. ასევე, მინდა ვთქვა, რომ გურიაში, ჩვენს თანამოქალაქეებს დაუზიანდათ სახლები, ბევრსაც დაენგრა. ამ სახლებში ცხოვრება და გაჩერება ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ ამ საკითხზე, ეკონომიკურ საბჭოზე გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ის მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარია, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს ან ახალი სახლი მიეცემათ, ან შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ

უკანონოდ დარეგისტრირებულ სახელმწიფო მიწებზე ამნისტია გამოცხადდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

პოდკასტი