„თბილისობის“ დღესასწაულს ეთნოგრაფიული მუზეუმიც შეუერთდება

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი „თბილისობის“ დღესასწაულს შეუერთდება. ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს სხავადასხვა რეგიონი, თავისი კუთხის ანსამბლების მონაწილეობით,  ფოლკლორულ კონცერტებსა და  პერფორმანსებს გამართავს, ასევე, წარმოადგენს სამზარეულოს, ღვინის კუთხეებსა და ქართული ტრადიციული რეწვის მასტერკლასებს. რაც შეეხება გალაკონცერტს, მასში მონაწილეობას ანსამბლები: „ფოცხიშვილი”, “დიდგორი” და “მართვე”  მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, “თბილისობის” დღესასწაული ორბელიანის მოედანზე, რიყის პარკსა და სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ- გასართობი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.


სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ხევსურეთში ათენგენობას აღნიშნავენ

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასო იქნება

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

საზაფხულო საბავშვო ბაგა – ბაღებში რეგისტრაცია იწყება

პოდკასტი