გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

გრიპის საწინააღმდეგო ​ვაქცინის 200 000 დოზა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება ხელმისაწვდომი. რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფოსგან სრულიად  უფასოდ ჩაიტარებენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბრძანებას შეიმუშავებს და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

„წელს დაგეგმილია გრიპის 200 ათასი დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში გადანაწილდება ვაქცინები სამედიცინო დაწესებულებებში. კრიტერიუმები იდენტურია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს ბრძანებას და ეს ბრძანება უახლოეს დღეებში გამოიცემა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


„ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა

გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი 10 %-ით იზრდება

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის თანხებს სახელმწიფო დააფინანსებს

პოდკასტი