სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთის  მშობელისაითა, ესე წმიდაი ეკლესიაი უდეს აღეშენა მაშინ ესე ადგილი ტყისაგან არა ჩნდა”.

წარწერები ნახევრად გამოქვაბულ გუმბათიან ტაძარს ამშვენებს, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სამსარში მდებარეობს.

წარწერიდან ჩანს, რომ მონასტრის აშენების დროს აქ მიდამო ტყით ყოფილა დაფარული.

სამსარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მე-9 საუკუნით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა დიდი გუმბათიანი ეკლესია და ორ-სამ რიგად ტერასულად გამოკვეთილი გამოქვაბულები.

აკადემიკოსი ნიკოლოზ ბერძენიშვილი ფიქრობდა, რომ მთავარი ეკლესია XII  საუკუნეზე ადრინდელი არ უნდა იყოს. სხვათა გადმოცემით, მონასტერი X საუკუნის უნდა იყოს.

სავარაუდოდ, ტყე  XII – XIII  საუკუნეებში განადგურდა. გადმოცემის მიხედვით, ოსმალების მიერ ჯავახეთის დაპყრობის დროს, ტყის მასივები აღარ ჩანს, ვახუშტი ბაგრატიონიც ამ ადგილს უტყეო ზონად მოიხსენიებს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გუმბათოვან ეკლესიაზე არსებული მეორე წარწერა, რომელიც გვამცნობს მე-10 საუკუნეში მცხეთის ჯვრის მონასტრის სარკინოზთაგან გადაწვის ამბავს. (ისტორია მოთხრობილია „მატიანე ქართლისაშიც). წარწერაში ასევე აღწერილია მცხეთაში წმინდა ნინოს მიერ აღმართული წმინდა ჯვრის გატაცების ამბავიც. ეს ჯვარი ძველ წარწერაში „ნინოს ხელად“ იხსენიება.

ამ ეტაპზე,  კლდეში ნაკვეთი გუმბათიანი ეკლესია, კლდეშივე გამოკვეთილი სხვადასხვა ზომის სალოცავები და საკნები დაზიანებულია. ბევრი მათგანი ჩამონგრეულია. ნანგრევები კლდის ძირში, მდინარის პირასაა მიმოფანტული

ლინკი იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/e0ki0zOkumg

ლიკა მაჩხანელი


მესხეთის ექსპედიცია -,,კვლევის ცენტრი“ ვანის ქვაბებს ესტუმრა

,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი