„ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა

თურქეთში, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მოინახულა. არასრულწლოვნები თურქეთში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან და მათ მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა. 2-მა შესაბამისი სერვისი მიიღო და ქვეყანაში დაბრუნდა, 7 პაციენტი თურქეთში მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი ისრაელში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში” მკურნალობს.

როგორც ცნობილია, პროგრამა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყო. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ , ისარელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა“ და თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, პროტონოთერაპიას. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდი“ ახორციელებს.

საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე. სამომავლოდ, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი ცენტრის  ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.

ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/_TIZQ8br-yg


გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის თანხებს სახელმწიფო დააფინანსებს

პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო- რეგულირების სააგენტო კლინიკების შემოწმებას გაფრთხილების გარეშე შეძლებს

პოდკასტი