თურქეთი საქართველოს ახალ ჯავშანმანქანებს მიაწვდის
თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანმანქანებს მიიღებს. თურქული კომპანიის წარმომადგენლებს დღეს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანები გადმოეცემა.
ჯავშანმანქანები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია. საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანმანქანებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.