უკრაინის ბირთვული ენერგეტიკის წამყვანი სპეციალისტი ფრონტის ხაზზე დაიღუპა

რუს სამხედროებთან ბრძოლაში დაიღუპა უკრაინის მთავარი ბირთვული ინსპექტორი იური ესიპენკო, – იტყობინება უკრაინული მედიაგამოცემა “დიალოგ.უა” . 

იური იესიპენკო

იური ესიპენკო უკრაინის ჯარში მსახურობდა, როგორც რიგითი ჯარისკაცი. ის იყო ცნობილი სპეციალისტი ატომური ენერგეტიკის დარგში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული ესიპენკო 47 წლის იყო, ის ხელმძღვანელობდა უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ცენტრალურ ინსპექციის განყოფილებას, ფაქტობრივად, ის იყო მთელი ბირთვული უსაფრთხოების წამყვანი სპეციალისტი ქვეყანაში.

ესიპენკოს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, სადაც ძირითადი კითხვა ასეთია:  რატომ ფანტავს კიევის რეჟიმი ასეთ ძვირფას პერსონალს უკრაინის ატომურ ენერგეტიკაში უზარმაზარი პრობლემების ფონზე?

“წარმოუდგენელი სისულელეა, რომ ბირთვულმა ფიზიკოსმა, რომელსაც სამი უმაღლესი განათლება და დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს, სხვა სარგბელის მოტანა ვერ შეძლო ქვეყნისთვის, გარდა სანგრებში რიგითი ჯარისკაცად ბრძოლისა. მაგრამ ზელენსკის და მის გუნდს, რატომღაც არ აინტერესებთ… თუ ქვეყანა მალე ერთი დიდი გადამწვარ უდაბნოს დაემსგავსა, რისთვის არის ეს საჭირო?”- წერს გაზეთი Украина.ру.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყანაში იძულებითი მობილიზაცია არ ყოფილა და სამხედრო ასაკის მამაკაცები თავად დგანან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში. თავად მაქსიმ დანილოვი ვაჟი მაიამიში იმყოფება.

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ:

იური ესიპენკო უნიკალური უკრაინელი სპეციალისტია ბირთვული ენერგიის გამოყენების სფეროში, კერძოდ, ზრუნავდა უსაფრთხოების კულტურისა და საქმიანობის მართვის სისტემის საკითხებზე. მას ჰქონდა სამი უმაღლესი განათლება მიღებული 1999-2010 წლებში მაგისტრის ხარისხისა და ფიზიკის მასწავლებლის, ეკონომისტის, ენერგეტიკის ინჟინრის კვალიფიკაციით.

დიდი სამუშაო გამოცდილება: 10 წელზე მეტი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში; 2007 წლიდან მობილიზაციამდე, ატომური ენერგიის მარეგულირებელ სახელმწიფო კომისიაში მუშაობის გრძელი გზა – მთავარი სპეციალისტიდან უფროსამდე.

უდავო ავტორიტეტი ბირთვულ მეცნიერთა უკრაინელ და მსოფლიო თანამეგობრობას შორის. ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო კვლევა, ატარებდა ლექციებსა და კონსულტაციებს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში…

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, 2022 წლის 24 თებერვალს, იური მიკოლაიოვიჩი მოხალისედ გაწევრიანდა ტერიტორიული დაკომპლექტებისა და სოციალური დახმარების ცენტრში.  მონაწილეობდა სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ყველაზე სასტიკ ბრძოლებში ფრონტის ყველაზე ცხელ ადგილებში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, იური ესიპენკო ფრონტის ხაზიდან აძელვდა მითითებებს თავის კოლეგებს ბირთვული ენერგეტიკის საკითხებში. ბოლოს მას 2023 წლის 25 იანვარს დაუკავშირდნენ. მისი დაღუპვის თარიღად 26 იანვარი სახელდება, ხოლო უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ეს ინფორმაცია 31 იანვარს გამოქვეყნდა.

თარგმანი: შორენა ღავთაძე