15 წლის წინ თბილისში მშვიდობიანი აქცია ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია – 7 ნოემბერი

7 ნოემბრის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევა

2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს თარიღად ჩაიწერა.
15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი მოშიმშილეები სასტიკად დაარბია. ოპოზიცია აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვდა.

მოშიმშილეების დარბევას ხალხის მწვავე რეაქცია მოჰყვა. რამდენიმე საათში რუსთაველის გამზირზე ოპოზიციურმა პარტიებმა მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალეს.

2007 წლის 7 ნოემბერს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დარბევისას, სხეულის მძიმე დაზიანება და სერიოზული ტრამვები არაერთმა დემონსტრანტმა მიიღო. სწორედ ამ დღემ განაპირობა ცნობილი პოლიტიკოსის, კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის იმ დონეზე გაუარესება, რომ რამდენიმეწლიანი მკურნალობის შემდეგ დავითაშვილი გარდაიცვალა. ცნობილი ფაქტია, რომ 7 ნოემბერს კობა დავითაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ.

კობა დავითაშვილი საპროტესტო აქციაზე. 2007 წლის ნოემბერი

2003 წლის “ვარდების რევოლუციით” ხელისუფლებაში მოსულმა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, თავისი მმართველობი 4 წლის თავზე, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არადემოკრატიული  მეთოდები და კანონით აკრძალული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

სახალხო დამცველის 2007 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მიხედვით, მტკიცებულებებით დასტურდება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც. იმავე დღეს ოპოზიციურ ტელეკომპანია “იმედში” სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა, რასაც შედეგად ტელევიზიის დროებით დახურვა, მოგვიანებით კი მისი მფლობელისთვის წართმევა მოჰყვა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებიდან რამდენიმე დღეში, “იმედი” ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა, თუმცა, თავად ბიზნესმენი, იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. პატარკაციშვილის გარდაცვალებას დღემდე ბურუსით არის მოცული.

2007 წელი, საპროტესტო აქცია

7 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ თანამდებობიდან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და მაშინ, როდესაც ოპოზიცია და ქართული საზოგადოება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვდა, სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამგვარად მან პრეზიდენტობა მეორე ვადით გაიხანგრძლივა.

გთავაზობთ საარქივო მასალას, რომელიც  2007 წლის 6-7 ნოემბერის თბილისში განვითარებულ მოვლენებს ასახავს: