“სელენა გომეზი: ჩემი გონება და მე” – ფილმი სოცმედიის დამაზიანებელ გავლენაზე  

მომღერალი სელენა გომეზის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – “სელენა გომეზი: ჩემი გონება და მე” (Selena Gomez: My Mind & Me) პრემიერა შედგა.  მედიამიმომხილველები მაყურებლებს ფილმის ნახვას Apple Tv + -ზე ურჩევენ.

ფილმის მიმართ დიდი ინტერესი იმან განაპირობა, რომ მომღერალმა ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებსა და საკუთარი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ისაუბრა.

ფილმში, ნაჩვენები მოვლენები 2016 წლიდან იწყება და გულწრფელი, ემოციური სცენებითაა დატვირთული. მასში კარგადაა ნაჩვენები ახალგაზრდა ვარსკვლავებისა და ზოგადად ახალგაზრდა თაობის პრობლემები, თუ როგორ შეიძლება სოცმედიის, საზოგადოებისა და მედიის არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ და არასწორმა პროპაგანდამ იმოქმედოს ადამიანებზე და მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორი ალეკ კეშიშიანია, რომელიც ცნობილი 1991 წელს ცნობილი პოპმოღერლის, მადონას შესახებ გადაღებული ფილმით – “სიმართლე თუ მოქმედება” (Truth or Dare) გახდა. ფილმმა წლის ყველაზე რეიტინგული დოკუმენტური ფილმის სტატუსი მოიპოვა.

თაკო ბოკუჩავა


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი