“ხმა ალია სულისა” – თემურ წიკლაურზე წიგნი გამოიცა

ყველასთვის საყვარელი მომღერლის, თემურ წიკლაურის შესახებ, წიგნი გამოიცა. “ხმა ალია სულისა” – მას ასეთი სახელწოდება აქვს. ამ ფრაზას მომღერალი, თავის დოკუმენტურ ფილმში – “აღსარება” თავად ამბობს. სახელწოდებაც სწორედ აქედან არის შთაგონებული.

წიგნი მომღერლის ცხოვრების დასასრულიდან იწყება და დასაწყისით მთავრდება. წიგნის დასაწყისში თემურის შვილის, ქეთი წიკლაურის დაწერილი ლექსიცაა, რომელიც მამას გარდაცვალებამდე დაუწერა, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მომღერალმა ამის შესახებ, არაფერი იცოდა.

გარდა ამისა, წიგნში, თემურ წიკლაურის ნაგროვებ წერილებსა და ბარათებს ვხვდებით, რომლებსაც უბრალოდ ქუჩაში ჩუქნიდნენ, ან კონცერტზე დარბაზიდან უგზავნიდნენ, სასურველი სიმღერის თხოვნით. მომღერალი ამ ყველაფერს ინახავდა, რადგან ხალხის სიყვარულის ასეთი გამოხატვა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

წიგნში ასევე, თემურ წიკლაურის მეგობრების მიერ დაწერილი მოგონებებია. მათ შორის, ჯემალ და გია ბაღაშვილების და ნუგზარ კვაშალის ხელნაწერები. წიგნის გვერდებზე, უამრავ ფოტომასალასაც შევხვდებით.

როგორც ქეთი წიკლაური განმარტავს, მომღერალს ბევრი მასალა დაუგროვდა და იფიქრა, რომ მათი დაკარგვა არ შეიძლებოდა, ამიტომ რაიმე სახით უნდა შეენახა. ქეთი ამბობს, რომ თავიდან თითქოს მორცხვობდა, ჩემზე წიგნი როგორ დავწეროო, თუმცა, ბოლოს, მეგობრების რჩევით, მასალა შეკრა და რუსუდან კენჭოშვილს მიუტანა. სამწუხაროდ, თემურ წიკლაური წიგნის აკინძვის იდეის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ წიგნის აკინძვის პროცესი, 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი