მიტოვებულ კინოთეატრებსა და სოფლის კლუბებში კინო ბრუნდება

მიტოვებული კინოთეატრებსა და სოფლის კლუბებში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩამქრალ ფართო ეკრანებზე მალე კინო კვლავ დაბრუნდება.

მიტოვებული კინოთეატრი ბოლნისში

რეგიონული გაერთიანება “ქსელი” მიტოვებული კულტურული სივრცეების გაცოცხლების პროექტს საქართველოს 5 რეგიონში განახორციელებს. პროექტის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მოსაწყენი ყოველდღიურობა გაამრავალფეროვნონ, შემოქმედებითი სივრცეები შექმნან.

“ქსელის” მიერ ორგანიზებული ქართული კინოს კვირეული 7 ნოემბერს ბოლნისის ძველ კინოთეატრში, ალ. კობერიძის ფილმის – “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” – ჩვენებით დაიწყო. 8 ნოემბერს კინოჩვენება მოეწყო გორშიც.

ჩამქრალი კინოეკრანები 15 ნოემბრის ჩათვლით ამბროლაურში, თეთრიწყაროში და კასპშიც განათდება. მაყურებელი, ასევე, იხილავს უტა ბერიას ფილმს – “უარყოფით რიცხვები” და ელდარ შენგელაიას ფილმ “შერეკილებს”.

ინიციატივა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც ერთმანეთს დაუკავშირდნენ და შექმნეს “ქსელი”. ის საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებისა და ორგანიზაციების კავშირია. მიტოვებული კულტურული სივრცეების ერთდროულად გაცოცხლების პროექტი “ქსელის” წევრების პირველი მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა.

ამ ღონისძიების მიზანი “ქსელის”იდეების და სამომავლო გეგმების “გამომზეურება” და თანამოაზრეების შემოკრებაც არის.

“მიტოვებული კინოთეატრებისა და კულტურის სახლების გაცოცხლების კვირეული ამ სივრცეებში წარსულის დაბრუნებას კი არა, მათში მომავლის წარმოდგენას ისახავს მიზნად”, – აცხადებენ “ქსელის” წევრები.


ელენე ვადაჭკორია


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი