ქუჩაში ქვის “მშრალი ჭრა” თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოების გადაუჭრელი პრობლემა

თბილისში, სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, წესად იქცა  სამშენებლო სტანდარტების უხეში დარღვევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მთელი რიგი კანონდარღვევებით წარმართვა კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი წესით ქვის დამუშავება კანონდარღვევაა და ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს, სამშენებლო სამუშაოებისას ამ მეთოდს მაინც აქტიურად იყენებენ.

ამ პრობლემას დედაქალაქის უმრავლეს რაიონებში შევხვდებით. სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელებულა აღშფოთებული ადამიანების სტატუსები, ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ასახულია შუა ქალაქში, ქვის მშრალი წესით დამუშავების პროცესი. ხშირ შემთხვევაში ამ დროს, არც მუშა არის სათანადოდ დაცული, რომ აღარაფერი ვთქვათ რიგით მოქალაქეებზე.

“მშრალი ჭრა” იწვევს სილიკოზს, რომელიც სილიციუმის შემცველი მტვრის შესუნთქვით ვითარდება და ადამიანის ფილტვებში გროვდება, რაც დროთა განმავლობაში ნაწიბურების გაჩენას, სუნთქვის გაძნელებასა და სიკვდილს იწვევს.

როგორც მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას სპეციალისტები განმარტავენ, ქეთევან წამებულის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველანაირი სამშენებლო პროტოკოლის დარღვევით განხორციელდა, მუშები ქვებს მშრალი მეთოდით ამუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტი პირველი არ არის, აქამდე კანონდარღვევები გამოვლინდა გლდანში და ორთაჭალაში, მაგრამ ფაქტზე რეაგირება არავის მოუხდენია.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ განუცხადა, მშრალი მეთოდით ქვის დამუშავების პროცესში მავნე მტვერი იფრქვევა, რომელიც სასუნთქ სისტემას აზიანებს და სერიოზული დაავადების მაპროვოცირებელი ხდება. მუშაობის პროცესში მუშებმა თავი სპეციალური საშუალებებით უნდა დაიცვან.

“ქვის დამუშავების დროს მტვერი იფრქვევა, რომელიც თავისთავად არის წვრილი ნაწილაკები და ადამიანის სასუნთქ სისტემაზე მოქმედებს. აუცილებელია, რომ სამუშაოს დროს მუშებმა რესპირატორები გამოიყენონ და საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ”, – აღნიშნავს ნინო ჩხობაძე.

მისივე თქმით, მსგავს ფაქტებზე რეაგირება გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მოახდინოს.

თაკო ბოკუჩავა

https://fb.watch/gP0x7WZtCE/

 


დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი განადგურების ზღვარზეა – უსახურობიდან სილამაზემდე

პოდკასტი