“ქოლ-ცენტრები” არსებობდა და ხელისუფლებას ეძინა? – ანა წითლიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ისაუბრა და ხელისუფლება ქართველი ხალხისთვის “თვალებში ნაცრის შეყრაში” დაადანაშაულა.

“თუ ქვეყანაში ასეთი რამ არსებობდა, ხელისუფლებას ეძინა?! ამ ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ თქვენი პოლიტიკა, რომ ქართველ ხალხს „თვალში ნაცარი შეაყაროთ“, თავიდან ბოლომდე განწირულია”, – განაცხადა წითლიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას ისტორიული პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ ამ ადამიანების პატიმრობის გამო, ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე, მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების ფიქციური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებას მოიცავს. საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა. ოპერაცია, რომელშიც 60 გერმანელი და 300-მდე ადგილობრივი სამართალდამცველი მონაწილეობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.

ელენე ვადაჭკორია


“ოცნების” არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან… – რუსუდან შარაძე

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი სტრასბურგმა დასაშვებად ცნო

“ადეიშვილის მოსამართლეებს დღეს ბრძანებას აღარავინ აძლევს,მაგრამ ხვალ მოვა ვინმე და მისცემს”

ფესვგამდგარი კლანი ქართულ სასამართლოში- ვინც რეფორმას აფინანსებს, სანქციებსაც ის აწესებს

ექთანმა პრესტიჟულ კლინიკას შრომითი დავა მოუგო

პოდკასტი