პირველი ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი, “ვოგის” გარეკანზე
ვოგის ჰოლანდიური გამოცემის დეკემბრის და იანვრის ნომერს პირველი ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი, ამშვენებს.
გერმანელმა საკულტო ფოტოგრაფმა, 68 წლის Ellen von Unwerth-მა, მატილდა გვარლიანს ფოტოები ვენაში, ბელვედერის სასახლეში გადაუღო. ბაროკოს სტილში ნაგებ ამ შენობაში ხელოვნების სხვა ნიმუშებთან ერთად ინახება გუსტავ კლიმტის კოლექცია – მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მატილდას ფონადაც არის გამოყენებული ვოგის ფოტოსესიისთვის.
გარეკანს წინ უძღოდა წარმატებული სეზონი საერთაშორისო მოდის კვირეულებზე, სადაც გვარლიანი ისეთი ბრენდების ჩვენებებზე გამოვიდა, როგორიცაა: შანელი, დიორი, ფენდი, კაროლინა ერერა. 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის მოდის კვირეულების დასრულების შემდეგ, Models.com-მა მატილდა სეზონის ტოპ ახალბედა სახეებში დაასახელა.
ელენე ვადაჭკორია