საახალწლო არდადეგებზე რუსები “ჰარი პოტერს” ვეღარ ნახავენ

ამერიკულმა კომპანიამ Warner Bros-მა რუსულ ჰოლდინგს National media group-ს მიმდინარე წელს საკუთარი ფილმების ჩვენება აუკრძალა.

Daily News – ის ცნობით, საახალწლო არდადეგებზე რუსები “ჰარი პოტერს” ვეღარ უყურებენ, რომელსაც ტრადიციულად ბევრი რუსული არხი აჩვენებდა.

მარტში Universal-მა, Warner Bros.-მა, Disney-მ, Sony-მ და Paramount-მა რუსეთში მათი ფილმების დისტრიბუციის დროებით შეჩერების შესახებ გამოაცხადეს, დასავლური ფილმების პრემიერები კინოთეატრებში მარტიდან მოყოლებული აღარ გადის. თუმცა, მაისში, რუსეთის ხელისუფლებამ კანონპროექტის მომზადება დაიწყო, რომელიც “იძულებითი ლიცენზირების” მეშვეობით საშუალებას მისცემს მათ შეინარჩუნონ ფილმები, სერიალები, მუსიკა და სხვა კონტენტი “არამეგობრული ქვეყნებიდან” კომპანიებიდან, რომლებმაც რუსეთი დატოვეს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თითქმის 1000 უცხოურმა კომპანიამ შეზღუდა ან შეწყვეტა მუშაობა რუსულ ბაზარზე. მათ შორისაა Microsoft, Netflix, McDonald’s, Johnson & Johnson, H&M და სხვები. ივლისის დასაწყისში Universal Pictures-მა რუსეთში ბიზნესის დახურვის შესახებ გამოაცხადეს.

 

ელენე ვადაჭკორია


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი