აფხაზეთიდან დევნილი 16 თანამედროვე მხატვრის ჯგუფური გამოფენა “ოპიზაში”

მხატვართა კავშირში აღნიშნავენ, რომ დევნილობაში მხატვრები საინტერესო და მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშებს ქმნიან.

საქართველოს მხატვართა კავშირის გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა მიმდინარეობს.
გამოფენაზე სხვადასხვა ტექნიკითა და თემატიკით შექმნილი 50 ნამუშევარია წარმოდგენილი. მათ შორის, კერამიკული ნაკეთობები და ქანდაკებები. ნამუშევრებს შორის, აფხაზეთიდან დევნილი 16 მხატვრის შემოქმედებაა წარდგენილი.

“გამოფენაზე წარმოდგენილია არა მხოლოდ ქართველების, არამედ ეთნიკური აფხაზების ნამუშევრებიც, რომელთაც თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. საქართველოს მხატვართა კავშირი, ყოველთვის ვცდილობთ და ვაკეთებთ იმას, რომ ამ ადამიანებს, მათი შემოქმედებითი წარმატების გზაზე, ხელი შევუწყოთ”, – აღნიშნა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძემ.

აღსანიშნავია, რომ გალერეა „ოპიზარში“ აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ჯგუფური გამოფენა, 5 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი