წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში ახალი საგანმანათლებლო პროგრამა წარადგინეს

პროგრამის პრეზენტაცია მხატვართა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანება კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმში 8 დეკემბერს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა – “კოლექციონერი” წარადგინეს.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა ინტერაქციული მეთოდითა და პრაქტიკული აქტივობებით, შესრულების სტილის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდში შექმნილი მხატვრული ნამუშევრების განსხვავება ისწავლეს. ღონისძიების დასასრულს კი, თითოეული მონაწილე სალვადორ დალის, ლეონარდო და ვინჩის, ვან გოგის, პაბლო პიკასოსა და სხვა უნიკალური მხატვრების ნამუშევრების კოლექციონერი თავად გახდა.

როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში განმარტავენ, სამუზეუმო განათლების მიზანი, სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობაა.

“მუზეუმი, საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარების პროცესში, მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს და პროცესიც განსხვავებულად საინტერესოდ მიმდინარეობს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი