შთაგონების წყაროდ ქცეული ბიბლიური ისტორია – რატომ ვერ მიაკვლევენ ნოეს კიდობანს

საუკუნეზე მეტია, ადამიანები ძველ აღთქმაში მოხსენიებულ ნოეს კიდობანს ეძებენ, რომელიც წყალდიდობას გადაურჩა. არქეოლოგების აზრით, ხალხის ასეთი დამოკიდებულება “სულელურია”. 

ნოეს კიდობნის ამბავი ყველაზე ცნობილი ისტორიაა. ადამიანების შეუსაბამო ქმედებებით უკმაყოფილო ღმერთმა გადაწყვიტა, კაცობრიობა გაეწმინდა უწმინდური თაობებისგან. ამის გამო, სამყაროს წარღვნა მოუვლინა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი, რომელიც სიმართლით გამოირჩეოდა. ნოეს დაევალა საკუთარი თავისა და ცოცხალი ორგანიზმების გადარჩენა. ამისთვის მას კიდობანი უნდა აეშენებინა.

ეს ბიბლიური ისტორია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. მათ დამოუკიდებლად გადაწყვიტეს, ნოეს კიდობანს მიაკვლიონ. ამ მისიით ადამიანები არარატის მთაზეც იმყოფებოდნენ. ბიბლიური ცნობებით, ნოეს კიდობანი სწორედ ამ ადგილას გაჩერდა. 1876 წელს, არარატის მთაზე ბრიტანელი ადვოკატი და პოლიტიკოსი ჯეიმს ბრაისიც ავიდა. მან იქ ხის ნაჭერი იპოვა და ამტკიცებდა, რომ ეს კიდობნის ნაწილი იყო.

არქეოლოგთა და ბიბლიის მკვლევართა შორის, კიდობნის მიმართ, რადიკალურად სხვა დამოკიდებულება არსებობს. ამას შეიძლება გაღიზიანება და ზიზღიც კი ეწოდოს.

“არც ერთი კანონიერი არქეოლოგი ამას არ აკეთებს”, – ამბობს National Geographic-ის მკვლევარი, არქეოლოგი ჯოდი მაგნესი.

ის ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, ჩაპელ ჰილში მოღვაწეობს. მისივე აზრით, არქეოლოგია არ არის საგანძურზე ნადირობა და კონკრეტული ობიექტის პოვნა. ეს არის მეცნიერება, რომლითაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არსებულ კვლევით კითხვებს გათხრების გზით ვუპასუხებთ.

 

                                                      წყალდიდობა თუ გამოგონილი ამბავი?

დამანგრეველი წყალდიდობის ისტორიას ვხვდებით ძვ. წელთაღრიცხვით დათარიღებულ ტექსტებშიც. მათ შორისაა “გილგამეშის ეპოსი”. რამდენად შეესაბამება წყალდიდობის ეს ამბები სინამდვილეს, მეორე საკითხია.

“როგორც ჩანს, არსებობს გეოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ შავი ზღვის რეგიონში დიდი წყალდიდობა მოხდა დაახლოებით 7500 წლის წინ”, ― ამბობს National Geographic-ის მკვლევარი, არქეოლოგი ერიკ კლაინი. ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მუშაობს.

მეცნიერები არ ეთანხმებიან ამ მოვლენის მასშტაბებს. მსგავსი ვითარებაა იმ ეპოქის ისტორიკოსების პოზიციის შემთხვევაშიც. მათ აქვთ განსხვავებული მოსაზრება წყალდიდობის რეალურობის შესახებ. მათი აზრით, წყალდიდობა სხვადასხვა ადგილას მოხდა და ამ მოვლენამ თანდათან შეაღწია ზეპირ და წერილობით გადმოცემებში.

მეცნიერებს განსხვავებული აზრი აქვთ ნოეს კიდობნის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებითაც. ბიბლიაში კიდობნის გაჩერების ადგილად დასახელებულია „არარატის მთები“, რომელიც ამჟამად სომხეთისა და აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიას. კლაინი და მაგნესის განცხადებით, კიდობნის ნაწილების აღმოჩენის მიუხედავად, ის ისტორიულ მოვლენასთან მთლიანად ვერ იქნება დაკავშირებული:

“ჩვენ არ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია ნოეს კიდობნის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. ისევე როგორც მისი და წარღვნის არსებობის შესახებ. ნამდვილად იყო თუ არა დასახელებულ დროსა და სივრცეში”, ― ამბობს მაგნესი.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა, ამის დასადგენად, იქნება უძველესი წარწერის აღმოჩენა, მაგრამ ამ შემთხვევის მიუხედავადაც, ასეთი წარწერა შეიძლება ეხებოდეს სხვა ნოეს ან სხვა წარღვნას.

 

 

                                                  იგივე მტკიცებულება, ძალიან განსხვავებული დასკვნები

ფსევდო არქეოლოგიის ჯგუფები იყენებენ საერო არქეოლოგიურ მტკიცებულებებს წმინდა წერილის პირდაპირი ინტერპრეტაციის გასამყარებლად და ცდილობენ უარყონ საპირისპირო მტკიცებულებები. Answers In Genesis-ი ყურადღებას ამახვილებს მეცნიერულ საკითხებზე. ის აღიარებს წარღვნასთან დაკავშირებული მითების ყოვლისმომცველობას და კიდობნის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იპოვეს.

„ჩვენ არ ველით, რომ კიდობანი გადარჩა და ხელმისაწვდომი იქნება 4350 წლის შემდეგ“, — ამბობს ენდრიუ ა. სნელინგი, გეოლოგი და Answers In Genesis-ის კვლევის დირექტორი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა დედამიწის ,,ახალგაზრდობა“.

არსებობს ასეთი შეხედულებაც, თითქოს ნოემ დაშალა კიდობანი, რათა მის ასაშენებლად დახარჯული ხე სხვა დანიშნულებით გამოეყენებინა. თუმცა კიდობნის აღმოჩენის იმედი მაინც არ გამქრალა. მაგნესისთვის ნოეს კიდობნის ძიება აბნევს საზოგადოებას, ამასთანავე, რეალური არქეოლოგიური აღმოჩენებით გამოწვეულ აღფრთოვანებას ამცირებს:

„ჩვენ ბევრი რამ ვიცით ბიბლიურ სამყაროზე და ეს ძალიან საინტერესოა“, ― ამბობს ის.

 


კიდევ ერთი ლეგენდა. 
სომხური სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მამა იაკობ მცბნეცი ჯერ კიდევ IV საუკუნეში ცდილობდა არარატზე ასვლას, მაგრამ ყოველ ჯერზე გზაში იძინებდა და მთის ძირში იღვიძებდა. ლეგენდის თანახმად, მორიგი მცდელობის შემდეგ, მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, შეეწყვიტა კიდობნის ძებნა, სანაცვლოდ კი რელიკვიის ფრაგმენტს დაჰპირდა. ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში ნოეს კიდობნის ნაწილი ინახება. (წყარო: The Rambler-ი)

 

                                                     ჩანაწერის გასწორება

კლაინის შეხედულებით, პრობლემის ნაწილი, არქეოლოგიის მიმართ, საზოგადოების არარეალური მოლოდინებია:

”ჩვენ არ ვართ ინდიანა ჯონსის მსგავსი, ეს მეცნიერული პროცედურაა. ეს მტკივნეულია. მაგრამ ის, რაც ჩვენ გვაღელვებს, სულაც არ აღელვებს სხვა ადამიანებს. ხალხი დაიჯერებს რისი დაჯერებაც უნდათ,” ― ამბობს ის.

კლაინმა მნიშვნელოვანი დრო და ენერგია დახარჯა, რომ გაებათილებინა ბიბლიური მტკიცებულება, რომელიც ყოველწლიურად აჯადოებს საზოგადოებას. საბოლოოდ, ყოველივე ამას, თავი დაანება და ყურადღება საკუთარი ექსპედიციების თარგმნას დაუთმო. ამის შემდეგ, ის დაუბრუნდება მოხატული იატაკის გათხრას.

“ეს არ არის ნოეს კიდობანი, მაგრამ ეს არის მოხატული იატაკი, რაც ჩემთვის საკმარისია”, – ამბობს არქეოლოგი.

წყარო: nationalgeographic.com

თარგმანი: მეგი მიქაბერიძე