საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი მოიპოვა

11 დეკემბერს, ერევანში საბავშვო ევროვიზია 2022-ის ფინალი გაიმართა, სადაც საქართველოს მარიამ ბიგვავა წარმოადგენდა.

მარიამ ბიგვავა

ქართველმა კონკურსანტმა, ევროვიზია 2022-ის კონკურსზე, 161 ქულა დააგროვა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

საბავშვო ევროვიზიაში წლეულს, 203 ქულით, საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა. მეორე ადგილი კი, 180 ქულით, სომხეთის წარმომადგენელმა დაიკავა.

ღონისძიებაზე, ქართველი კონკურსანტი მერვე ნომრად გამოვიდა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მარიამ ბიგვავა პროექტ “რანინას” გამარჯვებულია. მან საბავშვო ევროვიზიაზე, საქართველოს სახელით, გიგა კუხიანიძის სიმღერა I Believe/მჯერა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი