“ვეფხისტყაოსნის” პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გადაიღეს (video)

თბილისის კინოთეატრებში მაყურებელს პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციის – “ვეფხისტყაოსნის” ხილვა უკვე შეუძლია. ფართო ეკრანებზე ის 8 დეკემბრიდან გამოვიდა.

ანიმაცია როტოსკოპის ტექნიკითაა შესრულებული. ფილმი იწყება ტარიელის კადრით, რომელიც დეპრესიაშია, რადგან მამა გარდაეცვალა. მასთან ვეზირები მოდიან და ეუბნებიან, რომ ინდოეთის ჯარების სარდალი უნდა გახდეს.

ფილმის რეჟისორი მირზა პაპუნა დავითაიაა. ანიმაციური ფილმი საათი და 52 წუთი გრძელდება. ფილმის კომპოზიტორები ნიაზ დიასამიძე, იზა ლილუაშვილი და ჯეფრი ალან ჯონსი არიან.

ანიმაციის გადაღებამდე რეჟისორმა გრაფიკული რომანი – ე.წ. კომიქსი გააკეთა, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, შემდეგ კი სცენარი ფილმად აქცია.

როტოსკოპი ძველი ტექნიკაა. მსახიობის გადაღება ჩვეულებრივი კამერით ხდება, ხოლო შემდეგ ფირიდან კონტური იხატება. მაგალითად, მსგავსი ტექნიკით არის გადაღებული “ფიფქია და 7 ჯუჯაც”.

მირზა პაპუნა დავითაია ფილმის გადაღების კადრების ცალკე დოკუმენტურ ფილმად გამოშვებასაც გეგმავს.

“ვეფხისტყაოსნის” პრემიერა მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზეც გაიმართება, ამიტომ ანიმაცია ინგლისურადაც არის გახმოვანებული.

ანიმაციაში მონაწილეობენ: როსტევანი – ალექსანდრე ბეგაშვილი, თინათინი – ანა ჯავახიშვილი, ტარიელი – გივი ბარათაშვილი, ავთანდილი – გიორგი ცხადაძე, ფრიდონი – ანდრია გველესიანი, ნესტანი – მანიკა ასათიანი, ქაჯეთის მეფე – ონისე ონიანი, ფატმან-ხათუნი- ლელა წურწუმია.

ინგა ფუტკარაძე

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი