ლევან უჩანეიშვილი იუბილარია – „კუკარაჩა“ უკვე ჰოლივუდის ეკრანებაზეა

მსახიობის პოპულარობის საფუძველი ქეთი და სიკო დოლიძეების ფილმი – “კუკარაჩა” გახდა, რომელიც გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

ლევან უჩანეიშვილი

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ლევან უჩანეიშვილი დღეს იუბილარია. მსახიობი 1958 წლის 15 დეკემბერს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. კინოში იღებენ 1976 წლიდან. 1980-იანი წლების განმავლობაში როლებს იღებდა ქართულ ფილმებში.

ლევან უჩანეიშვილი ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს და მას 1990 წლიდან უკვე ჰოლივუდის ფილმებში იღებენ. ქართველ მსახიობს არაერთხელ მოუწია ცნობილ ვარსკვლავებთან მუშაობა მხატვრულ თუ სატელევიზიო ფილმებში. მას ასევე იღებენ რუსეთის კინოსტუდიები.

მსახიობის პოპულარობის საფუძველი ქეთი და სიკო დოლიძეების ფილმი – “კუკარაჩა” გახდა, რომელიც გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით.

,,კუკარაჩა’’ პოლიციელია, ის უბნის ინსპექტორად არის გამწესებული. მისი პირველადი მოვალეობაა ახალგაზრდების მეთვალყურეობა, მათში ჯანმრთელი ცხოვრების წახალისება და ყველა მავნე ჩვევის მოსპობა, რაც თავს ამ ასაკში იჩენს ხოლმე. მაგრამ ამის იქით „კუკარაჩას“ კიდევ სხვა საქმეები აქვს.

ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ინგას მეზობლების საჩივარი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ღამის საათებში ინგას სახლიდან მუსიკის და უწმაწური სიტყვების ხმა გადის და ამის გამო მეზობლები შეწუხებულები არიან. სწორედ ამ წერილით იწყება ინგას და კუკარაჩას გაცნობა.

ინგას პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იბარებენ, მაგრამ მთავარი, რის გამოც ეს დაკითხვა დაიგეგმა, მურტალოა. მურტალო – ქურდი, რომელიც ყველაფერთან ერთად ნარკომანია, თუმცა იმდენად მოხერხებული და ჭკვიანი, რომ პოლიციამ ერთხელაც ვერ შეძლო მისი დაჭერა.

ინგა აფთიაქში ფარმაცევტად მოშაობდა. სწორედ აქ მოხდა მურტალოს და ინგას დაახლოება. ამ დღიდან მურტალო, შეიძლება ითქვას, ინგას ფარული შეყვარებული და მფარველი გახდა. ის ყოველდღე უგზავნიდა თითო კალათა წითელ ვარდს და თვეში ათას მანეთს. ასევე, იშვიათად, მაგრამ მაინც სტუმრობდა ინგას სახლში.

ერთი ასეთი სტუმრობის დროს, მოულოდნელად ინგას სახლის კარები კუკარაჩამ შეაღო, მას მაგიდასთან დახვდა ორივე, ინგა და მურტალო. კუკარაჩამ იცოდა, რომ მურტალო ვეღარსად გაიქცეოდა. მაგრამ ის, ინგას დიდი ვედრებით, მაინც გაუშვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ამის გამო ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. შემდეგ კუკარაჩა ხშირად დადიოდა ქობულეთის აღმართზე, სადაც ინგა ცხოვრობდა. მას თავდავიწყებით შეუყვარდა ეს ქალი. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მათი სიყვარულის ისტორია. ერთ დღეს მურტალოს ხელით, კუკარაჩა სწორედ ინგას სახლში გარდაიცვალა.

ასევე დასამახსოვრებელი იყო ის სასამართლო პროცესი, სადაც ინგამ იარაღით შვიდჯერ ესროლა ბრალდებულ მურტალოს, მაგრამ შვიდივე ააცილა. შემდეგ ინგა მეორე მსოფლიო ომში წავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ეს ფილმი ლევანის და ნინელის სავიზიტო ბარათად დარჩა. მსახიობები ბევრს თამაშობენ, როლებს ასრულებენ, მაგრამ მაინც ერთი მთავარი როლის არტისტებად რჩებიან. ასე დარჩნენ ნინელი და ლევანიც ინგად და კუკარაჩად.


ლელა დევდარიანი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი