ქართული კინოპერსონაჟების არაჩვეულებრივი გამოფენა

20 წლის მხატვარმა, ანა გვაზავამ გადაწყვიტა, მშობლიური კინემატოგრაფიის მიმართ საკუთარი ემოციები და განწყობები თავის შემოქმედებაში აესახა.

ქართული კინოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ახალგაზრდა ხელოვანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. 20 წლის მხატვარმა, ანა გვაზავამ გადაწყვიტა, მშობლიური კინემატოგრაფიის მიმართ საკუთარი ემოციები და განწყობები თავის შემოქმედებაში აესახა. ასე შექმნა ყველასათვის კარგად ცნობილი კინოისტორიების საკულტო გმირების ილუსტრაციები, რომლებზეც, მართალია, სახის ნაკვთები გამოკვეთილი არ არის, მაგრამ ამის გარეშეც მარტივად შეძლებთ საყვარელი პერსონაჟები იცნოთ, დაიჭიროთ ხასიათის ის თავისებურება, რომელიც თითოეულ მათგანს გამოარჩევს.

“შვიდი ტყვია ესროლა ინგამ მურტალოს… და შვიდივე ააცილა!…”

“კიდევ ერთი მაკოცნინე, მარგალიტა დეიდა”

მარიტა

“იცი, შენ, კუკარაჩა, რა არის სიყვარული?

ფიროსმანი

“არცა შიოლა ყოფილა, მე გამოვიგონე ყველაფერი”

”ყვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს…”

თანამედროვე ქართველმა ხელოვანმა მედია სააგენტო “24”-ს, თავისი სხვა საქმიანობების და მომავალი გეგმების შესახებაც უამბო.

“ამჟამად ვმონაწილეობ ერთ-ერთ კონკურსში, ჩემი ანიმაციის პროექტი მაქვს, რომელიც მინდა საერთაშორისო ფესტივალზე წარვადგინო. ასევე მოქმედი დრამერი ვარ. ფოტოგრაფია ჩემი ჰობია. ძალიან მიყვარს. ძალიან მინდა, ჩემი იუთუბარხი გავაკეთო, სადაც გარდა ამ ქავერებისა ილუსტრაციების ხატვის პროცესსაც გავაზიარებ”, – გვითხრა ანა გვაზავამ.

ამჟამად წიგნზე მუშაობს, რომლის გამოცემასაც გაზაფხულზე გეგმავს.

“მყავს პერსონაჟი პატარა ანიტა, რომელსაც ბებია გარდაეცვლება და მისთვის ეს იმხელა ტკივილი იქნება, რომ გადაწყვეტს ბებიას წერილები მისწეროს. ამ წერილებში აღწერს მის ყოველდღიურ მდგომარეობას. ძალიან მძიმე პირობებში უწევს ყოფნა, ბებიის გარდაცვალების შემდეგ გარიყა საზოგადოებამ, გარიყა ოჯახმა, ზედმეტ ტვირთად იქცა და ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ ბაბუისგან და ბებიისგანაც მოსდის წერილები. ბებია უყვება, რომ გარდაცვალების შემდეგ იწყებს მოგზაურობას, საინტერესო ისტორიები გადახდა თავს და ანიტას უჩნდება იმედი, რომ გარდაცვალების შემდეგ, რაღაც ხდება. ბებია და ბაბუა თან ჰყვებოდნენ, ვარდისფერი სათვალე გაუკეთეს, რომელიც ბებიის გარდაცვალების შემდეგ მას მოსძვრა”, – მოკლედ გვიამბო ანამ წიგნის სიუჟეტზე.

მისივე თქმით, წიგნში, ასევე, განხილულია სოციალური თემები, ბავშვთა სახლების ტრაგედია, ოჯახური ძალადობა და სხვა. მთავარი ინტრიგა კი წიგნის ბოლოშია:

“რაღაც მომენტში სათავგადასავლო ელემენტებიც შევიტანე. ბოლოს აღმოჩნდება, რომ სულ სხვა ადამიანი სწერდა ამ წერილებს და უნდოდა ბავშვი უბრალოდ გაემხნევებინა”, – გვიამბო ანა გვაზავამ.

ლელა დევდარიანი

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი