,,ვარიაციები კონკიას მიხედვით“- ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარის, ასე ვთქვათ, გურიის ისტორიულ ცენტრში მდებარე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, საახალწლო მუსიკალურ-გასართობი სპექტაკლის – ,,ვარიაციები კონკიას მიხედვით“, პრემიერას უმასპინძლა.

კონკიას ისტორიის ზღაპრულმა პერსონაჟებმა, საკუთარი ჯადოსნური ისტორიებითა და პატარებისთვის საინტერესო თავგადასავლებით, ოზურგეთის თეატრის სცენაზე გადმოინაცვლეს.

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის პატარა მაყურებელმა, კლასიკური ზღაპრის ვარიაციებზე შექმნილი სპექტაკლი იხილა, რომლის სცენური ვერსია, რეჟისორ ლალი თაბაგარს ეკუთვნის. დადგმა კი, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ვასო ჩიგოგიძეს.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი პატარების გულებს, 30 დეკემბრის ჩათვლით გაახარებს. შემდეგ ეტაპზე კი, პატარები ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას, 3-დან 7 იანვრის ჩათვლით შეძლებენ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი