აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის, ასე ვთქვათ, ,,სავიზიტო ბარათი“, ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძი – აჭარული ხაჭაპური – მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემის, The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა.

ამ ფაქტის გამო, ამერიკულმა გამოცემამ, აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი, საკუთარ პლატფორმაზე გამოაქვეყნა და მასზე უფრო ვრცლად ისაუბრა.

„ხაჭაპური, ანუ ყველით გამოტენილი პური, რომელიც ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძია, ბევრი სახეობის არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ცომის გუნდაში ყველის მოთავსებას და მის გამოცხობას გულისხმობს. ხაჭაპურის ყველაზე ცნობილი ნაირსახეობა აჭარიდან, შავიზღვისპირეთიდან მოდის. ის ნავის ფორმის მქონე გახსნილი პურია, რომელსაც კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად უნდა ამოურიოთ და ისე მიირთვათ. ტრადიციულად, აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას, მძაფრი გემოს მქონე იმერულ ყველსა და სულუგუნს იყენებენ, მაგრამ აშშ-ში მათი პოვნა, რთულია. ეს რეცეპტი, კარლა კაპალბოს წიგნიდანაა, რომელსაც „ხაჭაპური და გამოტენილი პურის ნაირსახეობები“ ჰქვია. რეცეპტი მოცარელას, ფეტას და თხის ყველის ნარევს ითვალისწინებს“, – წერს The New York Times-ის კონტრიბუტორი, დანიელა გალარსა.

სალომე ხომასურიძე


“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

“ქართული თეატრის ამბავი, ანუ…” – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 100 წლის გახდა

ქართული ცეკვის ილეთით გინესის მსოფლიო რეკორდი – გიორგი კვანჭიანის წარმატება მილანში

საბერძნეთში დამსაქმებელთა მხრიდან ძალადობის ობიექტებს შორის 38% კაცია, 62% – ქალი

კულტურის სამინისტრო ქალი რეჟისორებისთვის კონკურსს აცხადებს

პოდკასტი