მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე შაჰინ ემანუელ ლაჰანის დაკითხავენ
დღეს, საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა გაგრძელდება. სასამართლო პროცესი, 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე, ქართველი ექსპერტები დაიკითხებიან, რომლებიც სასამართლოს, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების შესახებ, ინფორმაციას მიაწვდიან. ასევე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე უცხოელ ექსპერტს, შაჰინ ემანუელ ლაჰანის დაკითხავენ. ის ჩვენებას დისტანციურად მისცემს.
როგორც 8 იანვარს, პატიმარი პაციენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, საკუთარ სასამართლო პროცესს, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ვერ დაესწრება.
წინასწარი ინფორმაციით, დაცვის მხარე გეგმავს დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს, რომ სასამართლო სხდომები ყოველდღიურად ჩაინიშნოს.
სალომე ხომასურიძე