Best Life – ის სტატიაში საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მსოფლიოს მუზეუმებს შორის მოხვდა

სამოგზაურო და გასართობი ამერიკული გამოცემა ,,Best Life”, მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და ქვეყნის ეროვნული მუზეუმის დათვალიერებას ურჩევს. ზაქარი მაქის სტატიაში „10 საუკეთესო მუზეუმი, რომელსაც უნდა ეწვიო“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს შორის აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ცნობილია, რომ სტატიაში საქართველოს, აშშ-ის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, ახალი ზელანდიის, ისრაელის, თურქეთისა და ეგვიპტის მუზეუმებია აღწერილი. „დედამიწაზე არ არსებობს კუთხე, რომელსაც საკუთარი ისტორია არ ჰქონდეს, მაგრამ ექსპერტების აზრით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გავლენა, საზღვრებს სცდება და ვიზიტორებში აღფრთოვანებას იწვევს“, – წერს ზაქარი მაქი.

სტატიაში, ,,National Geographic”-ის მოგზაური მწერლის, ჯო იოგერტის ციტატაა მოყვანილი, რომელმაც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და ,,National Geographic”-ის სპეციალური გზამკვლევისთვის, თბილისის შესახებ, სტატია მოამზადა.

„საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეკრებილი კოლექციები, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და კავკასიაში, საქართველოს მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს. განსაკუთრებულად საოცარი ექსპონატი, არქეოლოგიური საგანძურია, რომელშიც საქართველოს სამეფოს ოქროსა და ვერცხლის რელიკვიებია წარმოდგენილი. მუზეუმში თქვენ საბჭოთა ოკუპაციის დარბაზსაც იხილავთ, სადაც საბჭოთა კავშირის მიერ, ქართველი ერის ჩაგვრა, დისიდენტთა სისტემატური დახვრეტები და ქართული კულტურის განადგურების კამპანიაა ნაჩვენები,“- წერს National Geographic-ის მოგზაური მწერალი, ჯო იოგერტი.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი