სენაკის თეატრმა სპექტაკლ „მაკნატუნას” პრემიერას უმასპინძლა

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლ „მაკნატუნას” პრემიერა შედგა. სპექტაკლს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გერმანელი მწერლის, ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ზღაპრის – „მაკნატუნა და თაგვების მეფე“, მიხედვით დადგმული სპექტაკლი, შობის ჯადოსნურ ღამეზე მოგვითხრობს, იმ ღამეზე, როდესაც ოცნებები ხდება.

,,მაკნატუნას“ შინაარსი, მოჯადოებული პრინცისა და ულამაზესი პრინცესას ზღაპრულ სიყვარულზეც გვიყვება და რაც მთავარია, მასში ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილის შესახებაც ამოვიკითხავთ. სპექტაკლი, მაყურებელს გარკვეული დროის განმავლობაში, თავს მართლაც ჯადოსნურ სამყაროში აგრძნობინებს.

ცნობილია, რომ სპექტაკლის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავაა, მხატვარი კი, ალექსანდრე სლავინსკი. მხატვარ-შემსრულებლები – ემილ გეგენავა და მალხაზ კორთხონჯია არიან, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი, კოტე მალანია გახლავთ, კოსტიუმების მხატვარი – სოფი ჩალაშვილი, კოსტიუმების შემსრულებლები კი, რუსუდან კიკნაძე და მაგდა მამასახლისი არიან, ქორეოგრაფი – დავით მეტრეველი, ტექნიკური რეჟისორი კი, მაია ფირცხალავაა.

აღსანიშნავია, რომ სპექტაკლ „მაკნატუნას” ხილვასა და ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას, აკაკი ხორავას სახელობის თეატრში, როგორც პატარა, ასევე დიდი მაყურებლები 12, 13 და 14 იანვარს შეეძლებენ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი