ცნობილი ინგლისელი როკ-გიტარისტი ჯეფ ბეკი გარდაიცვალა

ჯეფ ბეკმა მსოფლიო კულტურის ისტორიაში, თავისი ჟანრის ფარგლებში, საკუთარი, უკვდავი ისტორია დაწერა.

ინგლისელი როკ-გიტარისტი ჯეფ ბეკი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია, მუსიკოსის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. „ბაქტერიული მენინგიტით მოულოდნელი ინფიცირების შემდეგ, მან 10 იანვარს, მშვიდობიანად დაგვტოვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობილია, რომ Rolling Stone-ისა და Classic Rock-ის ვერსიით, ჯეფ ბეკი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი გიტარისტია, რომელიც ერიკ კლეპტონთან და ჯიმი პეიჯთან ერთად უკრავდა ჯგუფ ,,The Yardbirds“-ში.

აღსანიშნავია, რომ 1965 წელს ბეკმა ჯგუფ ,,The Yardbirds“-ში ერიკ კლეპტონი შეცვალა, მაგრამ 2 წლის შემდეგ, ჯგუფი დატოვა და ,,The Jeff Beck Group“-ი შექმნა, რომელშიც მომღერალი როდ სტიუარტი და ბას-გიტარისტი რონი ვუდი შეუერთდნენ.

ჯეფ ბეკის წარმატების შესახებ, ბევრი ცნობილი გამოცემა წერდა. ბეკი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ შედგენილ, ყველა დროის ასი საუკეთესო გიტარისტის სიაში მე-14 პოზიციაზე დასახელდა. ამავე ჟურნალში იწერებოდა იმის შესახებ, რომ იგი როკის ისტორიაში, „ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი როკ-გიტარისტი იყო“. ,,MSNBC“-მ ის „გიტარისტთა გიტარისტად“ დაასახელა.

ჯეფ ბეკი როკ’ნ როლის დიდების დარბაზშია, ორჯერ შეყვანილი. პირველად ეს ,,The Yardbirds“-ის წევრი წევრის ამპლუაში, 1992 წელს მოხდა, მეორედ კი, 2009 წელს, როგორც სოლო შემსრულებელი. აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეკი „გრემის მფლობელი“ შვიდჯერ გახდა. მან მსოფლიო კულტურის ისტორიაში, თავისი ჟანრის ფარგლებში, საკუთარი, უკვდავი ისტორია დაწერა.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი