ეროვნულ არქივში 18 700-ზე მეტ ძველ დოკუმენტს ჩაუტარდა რესტავრაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში, 2022 წლის განმავლობაში, რესტავრაცია საარქივო დოკუმენტების 18 700-ზე მეტ ფურცელს, 12 აფიშას, 220 გაზეთს, ორ ფოტოალბომსა და 90-მდე ტექნიკურ დიდფორმატიან ნახაზს ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, რესტავრატორებმა საისტორიო, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცულ მასალაზე იმუშავეს, რომელთა შორისაა ისტორიული საბუთები, XVII საუკუნის სვინაქსარი (სასულიერო კრებული წმინდანთა ცხოვრებისა და დღესასწაულთა მოკლე აღწერილობა), მხატვრული ფილმების აფიშები, რიონჰესის მშენებლობის ფოტოები, გაზეთები „მხედარი“ (1920 წელი) და „სახალხო საქმე“ (1917 წელი).

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ეროვნული არქივის რესტავრატორებმა, მუშაობა XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე დაიწყეს, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ 2022 წლის ნოემბერში, ქუთაისის ცენტრალურ არქივში, რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა, სადაც რესტავრაცია უკვე საარქივო დოკუმენტების 300-ზე მეტ ფურცელს ჩაუტარდა.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი