მესტიაში კულინარიის ფესტივალი ჩატარდა

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მესტიაში კულინარიის ორდღიანი ფესტივალი გაიმართა, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზატორობით შედგა, – ინფორმაციას, ადმინისტრაცია თავად ავრცელებს.

მათივე ცნობით, “გემო ფესტის” მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებს იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძების წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ “გემო ფესტი”, პირველად 2022 წელს, რაჭაში გაიმართა. ორგანიზატორების ცნობით, ეტაპობრივად, ფესტივალი მთელ საქართველოს მოიცავს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი