გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას უკრაინის ომს უკავშირებენ

გერმანულ მედიაში, თავდაცვის მინისტრის გადადგომის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. კრისტინ ლამბრეხტმა თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილებით, ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს დღეს მიმართა.

„მედიის მრავალთვიანი ყურადღება ჩემ მიმართ, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის საქმიან ინფორმირებასა და დისკუსიებს, სამხედრო მოსამსახურეების, შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტების დასახვის შესახებ. სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა მოტივირებული ადამიანების ფასდაუდებელი საქმიანობა, საზოგადოებისთვის უპირველესი უნდა იყოს. ამიტომ გადავწყვიტე, დავტოვო მინისტრის თანამდებობა“, – აცხადებს ლამბრეხტი.

გერმანულ მედიაში, თავდაცვის მინისტრის გადადგომის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, თავდაცვის მინისტრის მიერ, თანამდებობის დატოვება უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.

ლამბრეხტი მწვავედ გააკრიტიკეს ინსტაგრამზე გავრცელებული მისი ვიდეოს გამო, სადაც 2022 წელს აჯამებს, მაგრამ მისი სიტყვით გამოსვლას არაერთხელ ახშობს რაკეტებისა და ფეიერვერკების აფეთქების ხმები. ლამბრეხტის შეფასებით, 2022 წელი იყო წარმოუდგენელი გამოწვევების წელი.

“ომი მძვინვარებს შუა ევროპაში და ეს ნიშნავდა ჩემთვის უამრავ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას, რაც შევძელი. ბევრი, ბევრი შეხვედრა საინტერესო, შესანიშნავ ადამიანებთან.”

თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა ფედერალურმა მთავრობამ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის წარუმატებელი საახალწლო მილოცვის შემდეგ, ოპოზიციამ მისი გადადგომა მოითხოვა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი მედიისა და საზოგადოების მკაცრი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მას აკრიტიკებდნენ ბუნდესვერის საწყობებში საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ნაკლებობის გამო. ცოტა ხნის წინ, ამ სიას დაემატა სკანდალი Puma-ს უახლესი ქვეითი საბრძოლო მანქანების გამო, როცა გაირკვა, რომ ამ ტექნიკის ყველა ერთეული ერთკვირიანი წვრთნების შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა.

სალომე ხომასურიძე


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

პოდკასტი