თბილისის კონსერვატორიის პრორექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

მანანა დოიჯაშვილი

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორი, პროფესორი, ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი მანანა დოიჯაშვილი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მანანა დოიჯაშვილი თბილისში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1971 წელს დაამთავრა.

1987-1988 წლებში იყო ყოველთვიური სატელევიზიო ციკლის – „მსოფლიოს სახელგანთქმული პიანისტების“ ავტორი; 1988 წელს დააარსა საკონცერტო ფირმა “კლასიკა” (გენერალური დირექტორი), რომელმაც არა ერთი შთამბეჭდავი კონცერტი ჩაატარა; 1995 წელს საფუძველი ჩაუყარა “საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა” კონკურსს; 1996 წელს კონსერვატორიის დიდი დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია; 1997 წელს მისი თაოსნობით აღდგა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი; 1997 წელს დააარსა “პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი”; ამავე წელს საფუძველი ჩაუყარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის საერთაშორისო ფესტივალს “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”; 2000-2012წწ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორია; 2001-2007წწ. მისი თაოსნობით მოხდა კონსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეორგანიზება, შექმნა კონსერვატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; 2002 წელს საფუძველი ჩაუყარა “ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს” და “ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრს” თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში;

2005 წელს მისი თაოსნობით კონსერვატორია გახდა ევროპული კონსერვატორიების ასოციაციის წევრი;

2008 წელს მისი თაოსნობით ჟენევის საერთაშორისო კონკურსების მსოფლიო ფედერაციის 52-ე ასამბლეა ჩატარდა თბილისში; 2009-2010წწ. საქართველოში უწყვეტი სამუსიკო განათლების რეფორმის ინიციატორია; 2012 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოადგილე. გამოშვებული აქვს რამდენიმე დისკი სოლო პროგრამითა და ორკესტრის თანხლებით; მ. დოიჯაშვილის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ რუსეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ამერიკის, ესპანეთის, ავსტრიის, გერმანიის, არგენტინის, კორეის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები. პიანისტი, პროფესორი.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი