საგარეჯოში დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

საგარეჯოში, სროლის შედეგად დაღუპულებს, დღეს დაკრძალავენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელ ოთარ ღვინაშვილს, თბილისიდან მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში გადაასვენებენ. ზაქრო მათიაშვილს სოფელ გაღმა უბანში დაასაფლავებენ, დათო ნასრაძეს საგარეჯოს მიწას მიაბარებენ, ნოდო რჩეულიშვილს თბილისში დაკრძალავენ, ზაზა ჩიხლაძეს კი, სოფელ ჩაილურში, ხუთშაბათს გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ 19-20 იანვრის ღამით, საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, საკუთარი სახლის აივნებიდან, ერთმანეთის მონაცბლეობით, ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულია 5 ადამიანი. 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდაა, ერთი კი, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაღაზიის კონსულტანტს გადაეფარა და გმირულად გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ მკვლელმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან, 2021 წლამდე მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაში.

ასევე წაიკითხეთ:

“ხატავენ სურათს, თითქოს ქართულ ჯარში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები მსახურობენ”

მასობრივი ძალადობის პირველი შემთხვევა საქართველოში – მკვლელობა საგარეჯოში

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი