ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის კანდიდატები დაასახელა

ამერიკულმა კინოაკადემიამ ოსკარის პრემიის ნომინანტები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე პრესტიჟულ საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, 2023 წელს ხუთის ნაცვლად, ათი კინოსურათია წარდგენილი. 11 ნომინაციით ფილმი ,,Everything Everywhere All At Once” ლიდერობს. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს მიშელ იოუ ასრულებს, გვიყვება ისტორიას ქალზე, რომელიც მულტისამყაროებს შორის მოგზაურობს და საკუთარი თავის სხვადასხვა ვერსიას ხვდება.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ასევე, შემდეგი ფილმებია წარდგენილი: Top Gun: Maverick, Avatar და The Banshees of Inisherin. საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის, გერმანული ნამუშევარი – All Quiet on the Western Front იბრძოლებს, რომელიც ასევე, წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაშია წარდგენილი.

წლის საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში ჯილდოს მოპოვებას, არგენტინული კინოსურათი Argentina, 1985, ბელგიური – Close, პოლონური – Eo და ირლანდიური The Quiet Girl შეეცდებიან.

მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოსტინ ბატლერი, კოლინ ფარელი, ბრენდან ფრაიზერი, პოლ მესკალი და ბილნაინი არიან ნომინირებულები.

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე კი, ქეით ბლანშეტი, ანა დე არმასი, ანდრეა რაიზბორო, მიშელ უილიამსი და მიშელ იოუ წარადგინეს.

საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ოსკარისთვის მარტინ მაკდონაჰი, სტივენ სპილბერგი, დენიელ შაინერტი და დენკვანი, ტოდ ფილდი და რუბენ ესტლუნდი იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი ადამიანისთვის საყვარელი, ოსკარების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი, 12 მარტს გაიმართება.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი