„ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვი“ – წიგნის პრეზენტაცია კინოაკადემიაში

სერგო ფარაჯანოვი

საქართველოს კინოაკადემიაში, 1924 წლის 9 იანვარს, თბილისში დაბადებული სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის მიმართ მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

„ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვი“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც ქართველი და უცხოელი ცნობილი ხელოვანები, ფარაჯანოვის შემოქმედებას იხსენებენ.

აღსანიშნავია, რომ საღამოზე შეკრებილმა სტუმრებმა, დოკუმენტური ფილმიც იხილეს, რომელსაც „რობიკო სტურუა ფარაჯანოვზე” ეწოდება.

სერგო ფარაჯანოვის ნამუშევრები, ძირითადად, კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს. ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი, 1964 წელს, „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ იყო, რომელმაც მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

კინორეჟისორი, სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის ივლისში, ერევანში გარდაიცვალა.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი