ევროვიზია 2023 – წილისყრის შედეგები ცნობილია

2023 წლის ევროვიზიის კონკურსს – 9, 11 და 13 მაისს, ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.

2023 წლის ევროვიზიის მასპინძელ ქალაქ ლივერპულში, კონკურსის წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ საქართველოს წარმომადგენელი, მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში იმღერებს.

მეორე ნახევარფინალში, საქართველოსთან ერთად, სომხეთის, კვიპროსის, რუმინეთის, დანიის, ბელგიის, ისლანდიის, საბერძნეთის, ესტონეთის, ალბანეთის, ავსტრალიის, ავსტრიის, ლიეტუვის, სან მარინოს, სლოვენიისა და პოლონეთის წარმომადგენლები იმღერებენ.

პირველ ნახევარფინალურ შოუზე კი, მაყურებლის წინაშე, სერბეთი, ლატვია, პორტუგალია, ირლანდია, ნორვეგია, ხორვატია, მალტა, შვედეთი, მოლდოვა, შვეიცარია, ისრაელი, ნიდერლანდები, ფინეთი, აზერბაიჯანი და ჩეხეთი წარსდგებიან.

აღსანიშნავია, რომ დიდი ხუთეულის ქვეყნები: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყანა – უკრაინა, ფინალში ავტომატურად მოხვდებიან.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას, ხმის მიცემის შესაძლებლობა, პირველ ნახევარფინალში ექნებათ. უკრაინას, ესპანეთს და ბრიტანეთს კი, მეორე ნახევარფინალში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ევროვიზიის კონკურსს – 9, 11 და 13 მაისს, ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი