ეროვნულ არქივში ელდარ შენგელაიას ფილმების ჩვენება მიმდინარეობს

ელდარ შენგელაიას ფილმები, დროის სვლასთან ერთად, კიდევ უფრო სანახაობრივი და მაყურებლისთვის საინტერესო ხდება, როგორც რეჟისორის სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

ელდარ შენგელაია

საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს, რომელიც ლეგენდარული ქართველი რეჟისორის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.

რეტროსპექტივა 1-ელ თებერვალს, 19:00 საათზე, ელდარ შენგელაიას მიერ 1968 წელს გადაღებული, ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი ფილმით, “არაჩვეულებრივი გამოფენით” გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ კინოჩვენებას თავად რეჟისორიც დაესწრო.

როგორც ცნობილია, კინოჩვენებები 1-დან 5 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს ისეთი გენიალური ფილმების ნახვის საშუალება ექნება, როგორებიცაა:

„თეთრი ქარავანი“ (1963) – სეანსი 2 თებერვალს, 19:00 საათზე
„მიქელა“ (1965) – სეანსი 3 თებერვალს, 18:00 საათზე
„ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983) – სეანსი 3 თებერვალს, 19:00 საათზე
„სავარძელი“ (2017) – სეანსი 4 თებერვალს 17:00 საათზე,
იმავე დღეს გაიმართება ფილმ “სამანიშვილის დედინაცვლის” სეანსი (1977) – 19:00 საათზე
„შერეკილები“(1973) – სეანსი 5 თებერვალს, 17:00 საათზე
„მრავალჟამიერი“ (ტრილოგია, 2022) – სეანსი 5 თებერვალს, 19:00 საათზე

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეტროსპექტივაზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია. ელდარ შენგელაიას ფილმები, დროის სვლასთან ერთად, კიდევ უფრო სანახაობრივი და მაყურებლისთვის საინტერესო ხდება, როგორც რეჟისორის სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

როგორც ცნობილია, კინორეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, თებერვალ-მარტში მისი ფილმების რეტროსპექტივას, ლონდონი, ბერლინი და ლისაბონიც უმასპინძლებს.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი