ქართველ მსახიობ მერაბ ნინიძეს ახალ ჰოლივუდურ ფილმში იღებენ

ფილმი, რობერტ ჰარისის ბესტსელერს ეფუძნება. მისი ეკრანიზაციის ავტორი პიტერ სტროგანია.

მერაბ ნინიძე

ოსკარზე ნომინირებული კინოსურათის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ რეჟისორი ედვარდ ბერგერი, რომში ტრილერ „კონკლავის“ გადაღებებს შეუდგა.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც რალფ ფაინსი, ჯონ ლიზგოუ, სტენლი ტუჩი და იზაბელა როსელინი არიან, ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე მონაწილეობს.

ფილმი, რობერტ ჰარისის ბესტსელერს ეფუძნება. მისი ეკრანიზაციის ავტორი პიტერ სტროგანია.

როგორც ცნობილია, კინოსურათის სიუჟეტი, ვატიკანში მიმდინარეობს, სადაც პაპის გარდაცვალების შემდეგ, კარდინალ ლოურენსს, რომლის როლსაც რალფ ფაინსი ასახირებს, ახალი პაპის პოვნას დაავალებენ. ლოურენსი კი, შეთქმულების მონაწილე ხდება, რადგანაც კარდინალები საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ. პოლიტიკური მაქინაციების ფონზე, კინოსურათის მთავარი გმირი ხვდება, რომ გარდაცვლილ რომის პაპს საიდუმლო ჰქონდა, რომელიც ახალი პაპის არჩევამდე, მან უნდა ამოხსნას.

გამოცემა „ვარიეტის“ იუწყება, რომ ფილმში ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე, ვატიკანის იმ კარდინალებიდან, რომლებიც „სიქსტის კაპელაში“ არიან იზოლირებულები და ახალ პაპს ირჩევენ, ერთ-ერთი კარდინალის როლს ასრულებს.

სალომე ხომასურიძე


ზესტაფონის თეატრმა სპექტაკლ “ანტიგონეს” პრემიერას უმასპინძლა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

“მიმდინარეობს უკრაინის ავღანიზაცია, რომ სამხრეთ კავკასია მთლიანად აიწეწოს” – მაია ნიკოლეიშვილი

“ქართული თეატრის ამბავი, ანუ…” – თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 100 წლის გახდა

ქართული ცეკვის ილეთით გინესის მსოფლიო რეკორდი – გიორგი კვანჭიანის წარმატება მილანში

პოდკასტი