“ვოისის” გამარჯვებული ირუ ხეჩანოვია
მეგაშოუ „ვოისის“ გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი გახდა. პროექტის პირველი ადგილის მფლობელის ვინაობა, მაყურებლის ხმათა რაოდენობით გამოვლინდა. ირუ ხეჩანოვმა, ხმათა 21,88% მიიღო.
მეორე ადგილი გიორგი დათიაშვილმა დაიკავა.
მესამე ადგილის მფლობელი კი, ლიკუნა თუთისანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ,,ვოისის“ ფინალისტები გიორგი დათიაშვილი, თაკო კაკალაშვილი, თინა დათიკაშვილი, ლიკა სირაძე, ლიკუნა თუთისანი, ანკა თათარაშვილი, ირუ ხეჩანოვი და კახა ასლამაზაშვილი იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ მეგაშოუს გამარჯვებული ირუ ხეჩანოვი, საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს. ირუ ხეჩანოვი, ევროვიზიის კონკურსზე, ერთხელ უკვე მონაწილეობდა.
სალომე ხომასურიძე