ეროვნულ არქივში თბილისის საარქივო ფილმების ფესტივალი გაიმართება

ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, 2023 წლის 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

ფესტივალის მიზანი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო თუ საბიბლიოთეკო კოლექციებში დაცული საარქივო ფილმების ქართველი მაყურებლისათვის წარდგენაა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის თემატიკა, ყოველწლიურად იცვლება.

2023 წლის ფესტივალის თემა „კინოარქივების საგანძური“ იქნება. ფესტივალის სტუმრები, ეროვნული არქივის კინოდარბაზში, საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცულ კინომემკვიდრეობას იხილავენ.

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა, განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა, 2023 წლის 30 ივნისამდე, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნდა გაგზავნონ: TIAFF@archives.gov.ge ან მატერიალური ფორმით, მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.

შეგახსენებთ, რომ ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი