შშმ პირთა და მათი „სამეგობროების“10 თეატრალური ეტიუდი თუმანიშვილის თეატრში

აღსანიშნავია, რომ ამ ეტიუდების ვიდეოვერსიაც შეიქმნა და ჩანაწერები ონლაინპლატფორმაზე განთავსდა.

7 თებერვალს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ინკლუზიური პროექტის – „ონლაინ თეატრალური ეტიუდები“ პრეზენტაცია შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებულ შშმ ახალგაზრდებთან ურთიერთობით, 10 სამეგობრო/ოჯახი შეირჩა, რომელთაც თეატრის, სცენის და, ზოგადად, ხელოვნების სიყვარული აერთიანებთ. შედეგად, შშმ პირთა და მათი „სამეგობროების“ მონაწილეობით, 10 თეატრალური ეტიუდი დაიდგა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტიუდების ვიდეოვერსიაც შეიქმნა და ჩანაწერები ონლაინპლატფორმაზე განთავსდა. პროექტის ხელმძღვანელი რუსუდან ბოლქვაძეა.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ ეწოდება, ხუთი გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. კონკურსის ბიუჯეტი 120 000 ლარს შეადგენდა. „ონლაინ თეატრალური ეტიუდები” სწორედ ის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია, რომელშიც 26 ბენეფიციარი მონაწილეობდა, მათ შორის, ცხრა შშმ პირი.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი