მომღერალი ნუცა ბუზალაძე ,,ამერიკის ვარსკვლავის“ კონკურსანტია
მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალური ქსელით, საზოგადოებას მის კიდევ ერთ წარმატებას უზიარებს. როგორც ირკვევა, მომღერალმა, პროექტ ,,ამერიკის ვარსკვლავის“ შესარჩევი ტური გაიარა და ახლა გულშემატკივრებს მისი ხილვა, უკვე ამერიკულ ტელეარხ ,,ABC“-ზე, 19 თებერვლიდან შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ჟიურის წევრების შემადგენლობაში ისეთი მსოფლიო დონის მომღერლები არიან, როგორიცაა: Katy Perry, Lionel Richie და Luke Bryan.
,,საიდუმლო, რასაც ამდენი ხანი ვინახავდი, დროა გაიგოთ. გავიარე ქასთინგი პროექტში ”ამერიკის ვარსკვლავი” American Idol, სადაც ჟიურის წევრები არიან Katy Perry Lionel Richie Luke Bryan. გვიყურეთ ABC- ზე 19 თებერვლიდან!“ – წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე, ბოლო რამდენიმე წელია, რაც დუბაიში მოღვაწეობს, თუმცა, სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.
სალომე ხომასურიძე