შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანულ საგანძურზე გამოცემული წიგნი პატრიარქის იუბილეს მიეძღვნა

წიგნის მობილური და ვებვერსიების ნახვა, შესაძლებელია „საზოგადოება ივერიისას“ ვებგვერდზე -www.iveriisa.ge.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი – „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“.

როგორც ცნობილია, წიგნის წარდგენა 15 თებერვალს გაიმართა. ნაშრომის ავტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნანა ბურჭულაძეა.

როგორც ირკვევა, წიგნი „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით დაიბეჭდა.

„კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს საქართველოს იმ უმთავრეს საგანძურს, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და თვითმყოფადობას. ამ პროცესის ნაწილია ჩვენი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და მისი გააზრების მნიშვნელობის შესახებ „საზოგადოება ივერიისას“ მიერ დაწყებული ახალი საზოგადოებრივი კამპანია. ეს ნაშრომი, „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“, რომელიც „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით დაიბეჭდა, ამ მიზანს ემსახურება“, – აცხადებენ „საზოგადოება ივერიისაში.“

აღსანიშნავია, რომ წიგნის მობილური და ვებვერსიების ნახვა, შესაძლებელია „საზოგადოება ივერიისას“ ვებგვერდზე -www.iveriisa.ge. ასევე, დაინტერესებულ პირებს, ხელი მის ჩამოტვირთვაზეც მიუწვდებათ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი