სპექტაკლ ,,ზვავის“ პრემიერა ჭიათურის დრამატული თეატრის სცენაზე

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ დრამატულმა თეატრმა, თუნჯურ ჯუჯენოღლუს პიესა „ზვავის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერას უმასპინძლა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი გიორგი ქლაინია, რომელიც ამასთანავე, ა(ა)იპ „ხელოვანთა ლაბორატორიისა“ და „თბილისის საერთაშორისო სტუდენტური თეატრალური ფესტივალის“ დამფუძნებელია.

პიესაში ყურადღება ადამიანებში შიშის გრძნობაზეა გამახვილებული. ამ პიესაში შიში ისეთ მოძველებულ ტრადიციადაა წარმოჩენილი, რომლის დარღვევაც, სოფელს უბედურებას მოუტანს. მაღალმთიანი სოფლის ჩაკეტილ მოსახლეობაში, ეს შეგრძნება იმდენად მძაფრადაა ჩანერგილი, რომ ისინი, დადგენილი წესების დარღვევას, არც კი ცდილობენ.

ზოგადად, შიში ადამიანის ფსიქიკას თრგუნავს, ეპოქისა და ეროვნების განურჩევლად და პიესის საერთაშორისო აღიარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, სწორედ ეს იდეა გახდა. დრამატურგი ცდილობს აჩვენოს, რომ გამოგონილი ადათ-წესების გამო, ადამიანის თავისუფალი ნება იკარგება და მისი მთავარი სათქმელიც სწორედ ისაა, რომ იქნებ შეუძლია ადამიანს სხვა გზის პოვნა?! ის სწორედ ასეთ მოაზროვნე ადამიანს ეძებს პიესაში და პოულობს კიდეც.

თუნჯურ ჯუჯენოღლუს პიესა „ზვავი“, რამდენჯერმე დაიდგა ქართული თეატრის სცენაზე. ახმეტელის დრამატულ თეატრში, პირველ წარმოდგენას თავად ავტორიც ესწრებოდა, სადაც მისი, ქართულ ენაზე გამოცემული, პიესების კრებულის პრეზენტაციაც გაიმართა.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი