“ჯენიფერ ლოპესი საქართველოდან” – ნუცა ბუზალაძის პირველი წარმატება American Idol-ში

ნუცა შემდეგ ეტაპზე გადავიდა და მსოფლიოში არაერთი ვარსკვლავის აღმომჩენ მეგაშოუში მას კიდევ ვიხილავთ.

ნუცა ბუზალაძე

ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ახალი მწვერვალებისკენ სვლას წარმატებით განაგრძობს. მეგაშოუ “ამერიკულ ვარსკვლავში” მონაწილეობის შესახებ ცნობილმა მომღერალმა თავის გულშემატკივრებს სოციალური ქსელით აცნობა. ამჯერად კი, გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ასახულია ჟიურის წევრებთან მისი პირველი შეხვედრა და პროექტში პირველი წარმატება.

ნუცა ამერიკულ მეგაშოუში მონაწილეობაზე ბავშვობიდან ოცნებობს და მხოლოდ, 9 წლის შემდეგ იქცა მისი ოცნება რეალობად. ამბობს, რომ ახლა სწორედ შესაფერი დრო არის მისთვის, რადგან ასეთი გამოწვევისთვის მზად არის.

ჟიურის წევრები ლაიონელ რიჩი, ქეითი პერი და ლუკ ბრაიანი არიან, რომლებმაც ნუცა შეაქეს, ლუკ ბრაიანმა მას ,,ჯეილო საქართველოდან“ უწოდა. ლაიონელ რიჩი კი, საკუთარ ემოციებს, ვერ მალავდა.

ნუცას პირველი სიმღერის მოსმენის დროს, მსოფლიო პოპვარსკვლავი, ქეითი პერი ქართველი მომღერლის შესრულებით იმდენად მოიხიბლა, რომ ფეხზეც წამოდგა. მეორე სიმღერის დაწყებამდე კი, მიანიშნა, რომ ბუნებრივად, შესისხლხორცებულად, საკუთარი ინტერპრეტაციით შეესრულებინა.

მომღერალი ჟიურის წინაშე, ორი სიმღერით წარსდგა. მან პირველად Lady Marmalde, შეასრულა, რომელსაც, როგორც ნუცა ამბობს, 4 წლიდან მღერის. მეორე საკონკურსო სიმღერა კი, უიტნი ჰიუსტონის Greatest Love Of All იყო.

საბოლოოდ, ნუცა შემდეგ ეტაპზე გადავიდა და მსოფლიოში არაერთი ვარსკვლავის აღმომჩენ მეგაშოუში მას კიდევ ვიხილავთ.

ქართველ მაყურებელს, ნუცა ბუზალაძის პერფორმანსის ნახვა ABC-ის ეთერში შეეძლო.

სალომე ხომასურიძე

ვიდეო იხილეთ აქ: 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი