სერგო ქობულაძე – ხატვის უნივერსალური ოსტატი

ესკიზები, ჩანახატები, ეტიუდები, დასრულებული გრაფიკები ერთგვარად წარმოაჩენს უნივერსალური ოსტატის ბიოგრაფიასა და მისი შემოქმედების ეტაპებს. მხატვრის თითოეული ნამუშევარი დასტურია სამყაროს სიღრმისეული წვდომისა.

სივრცეები, უსულო საგნები, კულტურული სიმბოლოები, მიზანსცენები, ადამიანები ყოფაში – ასე აფასებენ სერგო ქობულაძის შემოქმედებას.

მხატვრის არსებული სერია, სტილისტურად და შინაარსობრივად განსხვავებულ, გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს. ესკიზები, ჩანახატები, ეტიუდები, დასრულებული გრაფიკები ერთგვარად წარმოაჩენს უნივერსალური ოსტატის ბიოგრაფიასა და მისი შემოქმედების ეტაპებს. მხატვრის თითოეული ნამუშევარი დასტურია სამყაროს სიღრმისეული წვდომისა.

სერგო ქობულაძე

საოცარი და გამორჩეულია მის მიერ შექმნილი ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები, რომელმაც შემოქმედს უდიდესი გრაფიკოსის სახელი დაუმკვიდრა, როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირში.

განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს სერგო ქობულაძის მიერ დახატული საზეიმო ფარდაც, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმბოლოა. ესკიზზე სამი წელი მუშაობდა. სხვადასხვა ვარიანტი შექმნა და მათ შორის საუკეთესო შეარჩია. ფარდისთვის საღებავებსაც თავად ამზადებდა. ხატავდა დიდ დარბაზში, ფიგურებს მათემატიკური სიზუსტით გამოხატავდა და რეალურ ელფერს ანიჭებდა. მხატვრის მიერ შექმნილი ფარდა ფართო საზოგადოებამ პირველად 1960 წელს იხილა.

სამწუხაროდ, 1973 წელს თეატრში გაჩენილმა ხანძარმა ფარდა მთლიანად გაანადგურა. მოგვიანებით მხატვარმა მისი აღდგენა განიზრახა, მაგრამ ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა. გენიოსი, ხატვის უკვდავი ჯადოქარი, ფენომენალური, განუმეორებელი სერგო ქობულაძე 1978 წელს გარდაიცვალა. საბედნიეროდ, მხატვრის ოჯახში ინახება ფარდის რამდენიმე სამუშაო ვერსია. ერთ-ერთი ესკიზი გალერეა ,,ვერეს“ საგამოფენო სივრცეში განთავსდა. გალერეა გენიოსის კიდევ სხვა ნამუშევრებს 24 თებერვლიდან მასპინძლობს.

ექსპოზიციის ნახვა დღეს, დღის ბოლომდეა შესაძლებელი.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი