პიანისტ გიორგი გიგაშვილის ვირტუოზული შესრულება (ვიდეო)
ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა საგაზაფხულო სეზონი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მოცარტისა და პროკოფიევის საფორტეპიანო კონცერტებით გახსნა.
ნაწარმოებები, პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულა.
საღამოზე კლასიკური მუსიკის ორი შედევრი- მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი N20 და პროკოფიევის საფორტეპიანო კონცერტი N3 შესრულდა.