ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია “ოსკარის” 2023 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ

აშშ-ს „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის“ დაჯილდოების 95-ე ცერემონია – “ოსკარი”, ლოს-ანჯელესში გაიმართა. საღამოს ტრიუმფატორი დენიელ კვონისა და დენიელ შეინერტის ფილმი – „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“- გახდა, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო, 7 ნომინაციაში, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში მოიპოვა.

ფილმში ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მიშელ იოს გადაეცა, მეორეხარისხოვანი როლების კატეგორიებში, ჯემი ლი კერტისმა და კე ჰიუ ქუანმა გაიმარჯვეს.

მსახიობ ბრენდან ფრეიზერს ფილმმა “ვეშაპმა” კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო მოუტანა.

დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში გაიმარჯვა ფილმა “ნავალნი”, რომელიც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზეა გადაღებული.

მედია სააგენტო ,,24“ ოსკარების რიგით 95-ე დაჯილდოების გამარჯვებულების სრული სიას გთავაზობთ:

საუკეთესო ფილმი
All Quiet on the Western Front
Avatar: The Way of Water
The Banshees of Inisherin
Elvis
Everything Everywhere All At Once (გამარჯვებული)
The Fabelmans
Tar
Top Gun: Maverick
Triangle of Sadness
Women Talking

საუკეთესო რეჟისორი
მარტინ მაკდონა (The Banshees of Inisherin)
დენიელ ქუანი და დენიელ შაინერტი (Everything Everywhere All At Once) (გამარჯვებული)
სტივენ სპილბერგი (The Fabelmans)
ტოდ ფილდი (Tar)
რუბენ ოსტლუნდი (Triangle of Sadness)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი
ოსტინ ბატლერი (Elvis)
კოლინ ფარელი (The Banshees of Inisherin)
ბრენდან ფრეიზერი (The Whale) (გამარჯვებული)
პოლ მესკალი (Aftersun)
ბილ ნაი (Living)
მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
ქეით ბლანშეტი (Tar)
ანა დე არმასი (Blonde)
ანდრეა რაიზბორო (To Leslie)
მიშელ უილიამსი (The Fabelmans)
მიშელ იო (Everything Everywhere All At Once) (გამარჯვებული)
მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი
ბრენდან გლისონი (The Banshees of Inisherin)
ბრაიან თაირი ჰენრი (Causeway)
ჯად ჰირში (The Fabelmans)
ბერი კიოგენი (The Banshess of Inisherin)
კი ჰუი ქუანი (Everything Everywhere All At Once) (გამარჯვებული)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი
ანჯელა ბასეტი (Black Panther: Wakanda Forever)
ჰონგ ჩაუ (The Whale)
კერი კონდონი (The Banshees of Inisherin)
ჯეიმი ლი კერტისი (Everything Everywhere All At Once) (გამარჯვებული)
სტეფანი სუ (Everything Everywhere All At Once)

საუკეთესო ორიგინალური სცენარი
The Banshees of Inisherin (ავტორი — მარტინ მაკდონა)
Everything Everywhere All At Once (ავტორები: დენიელ ქუონი და დენიელ შაინერტი) (გამარჯვებული)
The Fabelmans (ავტორები: სტივენ სპილბერგი და ტონი კუშნერი)
Tar (ავტორი — ტოდ ფილდი)
Triangle of Sadness (ავტორი — რუბენ ოსტლუნდი)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
All Quite on the Western Front (სცენარისტები: ედვარდ ბერგერი, ლესლი პეტერსონი და იენ სტოკელი)
Glass Onion: A Knives Out Mystery (ავტორი — რაიან ჯონსონი)
Living (ავტორი — კაზუო იშიგურო)
Top Gun: Maverick (სცენარისტები: ერენ კრუგერი, ერიკ უორენ სინგერი და ქრისტოფერ მაქკუერი. პიტერ კრეიგისა და ჯასტინ მარკსის ამბის მიხედვით)
Women Talking (სცენარისტი — სარა პოლი) (გამარჯვებული)

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
Guillermo Del Toro’s Pinocchio (გამარჯვებული)
Marcel the Shell with Shoes on
Puss in Boots: The Last Wish
The Sea Beast
Turning Red

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი
Babylon
Black Panther: Wakanda Forever (გამარჯვებული)
Elvis
Everything Everywhere All At Once
Mrs. Harris goes to Paris

საუკეთესო კინომონტაჟი
The Banshees of Inisherin
Elvis
Everything everywhere all at once (გამარჯვებული)
Tar
Top Gun: Maverick

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა
All Quiet on the Western Front
The Batman
Black Panther: Wakanda Forever
Elvis
The Whale (გამარჯვებული)

ხმის საუკეთესო რეჟისურა
All Quiet on the Western Front
Avatar: The Way of Water
The Batman
Elvis
Top Gun: Maverick (გამარჯვებული)

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
All Quiet on the Western Front
Avatar: The way of Water (გამარჯვებული)
Batman
Black Panther: Wakanda Forever
Top Gun: Maverick

საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკა
All Quiet on the Western Front (ფოლკერ ბერტელმანი) (გამარჯვებული)
Babylon (ჯასტინ ჰერვიცი)
The Banshees of Inisherin (კარტერ ბერველი)
Everything Everywhere All At Once (Son Lux)
The Fabelmans (ჯონ უილიამსი)

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა
Applause (Tell it like a Woman)
Hole My Hand (Top Gun: Maverick)
Lift Me Up (Black Panther: Wakanda Forever)
Naatu Naatu (RRR) (გამარჯვებული)
Time (Amsterdam)
This is a Life (Everything Everywhere All At Once)

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
All That Breathes
All the Beauty and the Bloodshed
Fire of Love
A House Made of Splinters
Navalny (გამარჯვებული)

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი
All Quiet on the Western Front (გერმანია) (გამარჯვებული)
Argentina, 1985 (არგენტინა)
Close (ბელგია)
Eo (პოლონეთი)
The Quiet Girl (ირლანდია)

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
The Boy, The Mole, The Fox and The Horse (გამარჯვებული)
The Flying Sailor
Ice Merchants
My Year of Dicks
An Ostrich told me the world is fake and I think I believe it

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
The Elephant Whisperers (გამარჯვებული)
Haulout
How do you measure a year?
The Martha Mitchell Effect
Stranger at the Gate

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი Live Action ფილმი
An Irish Goodbye (გამარჯვებული)
Ivalu
Le Pupille
Night Ride
The Red Suitcase

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიას, პირველად 1929 წელს, ლოს-ანჯელესმა უმასპინძლა და „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გაიმართა. მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი ადამიანისთვის საყვარელი, ოსკარების გადაცემის 2023 წლის საზეიმო ცერემონიალი, 12 მარტს გაიმართა.

“ოსკარი”აშშ-ს კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავი ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება ქანდაკების ასლით, რასაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი, რომელიც დღეს, მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც, „ოსკარი“. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს ლოს-ანჯელესში „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გაიმართა. ცერემონიას ზედამხედველობას უწევს „კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია“ (Academy of Motion Picture Arts and Sciences – AMPAS).

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი