ინდოეთი ქართული თეატრის კვირეულს მასპინძლობს

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ინდოეთში ქართული თეატრის კვირეული მიმდინარეობს. ქვეყანა ამ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. თეატრალური ფორუმი თეატრის მოყვარულებს აგრასა და ჯაიპურში უმასპინძლებს. მაყურებლის წინაშე, 12-დან 17 მარტის ჩათვლით, 4 ქართული თეატრი 4 სპექტაკლს წარმოადგენს.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ თეატრალურ კვირეულს, თავისუფალი თეატრი, ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლით – “ხომ ხოცავენ ამ ქანცგაწყვეტილ ცხენებს” გახსნის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ წარმოდგენამ 2015 წელს, საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

“მზის ხაზი”, “დედაომი” და “სამხეცე” იმ სპექტაკლების ჩამონათვალია, რომელსაც თავისუფალი, ათონელის, ოზურგეთისა და ცხინვალის თეატრები, ფესტივალის ფარგლებში, ინდოეთში, 1 კვირის განმავლობაში წარმოადგენენ.

სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი