ევროვიზია 2023-ზე დღეს, საქართველოს წარმომადგენელი წარდგება

ირუ ხეჩანოვი

ევროვიზია 2023-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ირუ ხეჩანოვის საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა ევროვიზიის ოფიციალურ იუთუბარხზე დღეს, 21:00 საათზე გაიმართება. სატელევიზიო ჩვენება კი, 21:00-საათიანი „მოამბის“ დასრულებისთანავე შედგება.

აღსანიშნავია, რომ ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის – Echo-ს ავტორი გიგა კუხიანიძეა. ტექსტი კი, თავად ირუს და ბენი ქადაგიძის შემოქმედებაა. სიმღერის ვიდეორგოლი ზაზა ორაშვილმა გადაიღო. ქორეოგრაფიაზე გიორგი ტორიაშვილმა, მხატვრობაზე შაკო პოპიაშვილმა, კოსტიუმებზე კი, მარიკა ქურდუბაძემ იმუშავეს.

როგორც ცნობილია, რიგით 67-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს 9, 11 და 13 მაისს, დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლივერპული უმასპინძლებს.

2023 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას, 37 ქვეყანა იღებს. საქართველო კი, მაყურებლის წინაშე 11 მაისს, მეორე ნახევარფინალურ საღამოზე წარდგება.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სამივე საღამოს პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი